თეგი: ბოლო ზარი

ბორჯომში „ბოლო ზარის” შემდეგ მომხდარ ავტოავარიაში ერთი მოსწავლე დაიღუპა

ბორჯომში „ბოლო ზარის“ შემდეგ მომხდარ ავტოავარიას ერთი მოზარდის სიცოცხლე შეეწირა, სამი მგზავრი კი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილი მდინარშე გადავარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში Europetime-ს განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. დაშავებულები ბორჯომში კლინიკაში გადაიყვანეს.  

მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ მოსწავლეებს თვითრეალიზების ღირსეული პირობა ჰქონდეთ - ღარიბაშვილი

მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ მოსწავლეებს თვითრეალიზების ღირსეული პირობა ჰქონდეთ, - საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს ბოლო ზარს ულოცავს. „ჩემს ახალგაზრდა მეგობრებს, ვისთვისაც დღეს სკოლის ბოლო ზარი დაირეკება, გულითადად გილოცავთ ცხოვრების ამ უმნიშვნელოვანეს მოვლენას. დღეიდან თქვენ წინაშე სრულიად ახალი ეტაპი იწყება, ახალი გამოცდილებებით, ურთიერთობებით, მეგობრებით, პასუხისმგებლობით საკუთარი მომავლისა და სამშობლოს წინაშე, რაც მთავარია, განვითარების ახალი პერსპექტივებით. წარმატებებს გისურვებთ ამ დიდ გზაზე. დარწმუნებული ვარ, თითოეული თქვენგანი იპოვის ღირსეულ ადგილს საზოგადოებაში, რომ თქვენი სწავლა და შრომა ჩვენს ქვეყანას ისევე გამოადგება, როგორც თქვენს პირად წინსვლას. მინდა იცოდეთ, რომ ჩვენი მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რათა თქვენ, ხვალინდელი საქართველოს უმთავრეს შემოქმედებს განათლების, თვითრეალიზებისა და ღირსეული ცხოვრების ყველა პირობა შეგიქმნათ. თქვენ გამორჩეული თაობა ხართ და მჯერა, ასეთივე განსაკუთრებულ მომავალს შექმნით!“, – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.